სამეფო ძროხის სამეფო დილეტანტიზმი!!!
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა ლარისა ტიტოვასა და ალექსანდრ სტაროტორჟსკის „სამეფო ძროხა“ დადგა.
უდაოა, რომ რეჟისორ გურამ ბრეგაძეს ნამდვილად აქვს იუმორის გრძნობა, რაც არა ერთ ეპიზოდში ჩანს. მან კარგად იცის თანამედროვე მულტფილმების ტემპო-რიტმი და ცდილობს ბავშვებისათვის გასაგებით ხერხებით შემნას სცენიური ამბავი, მაგრამ... მაგრამ... ეს ყველაფერი ხდება სხაპასხუპით წარმოთქმული ფრაზების ხარჯზე, გაუნალიზებელი დრამატურგიული ტექსტის ხარჯზე, მსახიობების მიერ არამიზნობრივი ემოციის გამოვლენის ხარჯზე.
მხოლოდ ტრიუკებზე აგებული ურთიერთობა, დაემსგავსა საცირკო სანახაობას, სადაც ცირკის მსახიობები კი არ მონაწილებდნენ, არამედ დრამატული თეატრის არტისტები, რომელთა სხეულის მოძრაობა და სამეტყველო აპარატი, საცირკო ელემენტების შესრულებისათვის არ არის სათანადოდ მომზადებული. შედეგად მივიღეთ დილეტანტური გზით შექმნილი სპექტაკლი, სადაც გეჩვებათ, რომ მსახიობები, რომლებიც სხვადასხვა როლებს თამაშობდნენ, პრინციპში „ერთ როლს“ ასრულებდნენ - ხმამაღალი ლაპარაკის საშუალებით, რაც სცენაზე ერთ დიდ აურზარს ქმნიდა.
დასანანია, თუმც არც არის გასაკვირი, რადგან „რომეო და ჯულიეტასა“ და „სამი მუშკეტერის“ შემდეგ, მოზარდმაყურებელთა თეატრის სავალალო მდგომარებაში შეინიშნება ავისმომასწავებელი დილეტანტიზმი!!! რაც შეეხება თეატრალურ მხატვრობას - უგემოვნო კოსტიუმების ჭრელა-ჭრულა ფერადოვნება კარგად ერწყმოდა სახელდახელოდ „გაკეთებულ“ დეკორაციას (მხატვარი- ლომგულ მურუსიძე).
სამხტვრო ხელმძღვანელმა თეატრში შექმნილი მდგომარეობა კარგად უნდა გაანალიზოს, რათა საეჭვო ღირებულების სპექტაკლების კორექტირებისა და დახვეწის გზით თანამედროვე მაყურებელს პროფესიულად ღირებული სპექტაკლი შესთავაზოს. სამხატვრო ხელმძღვანელის ერთ-ერთი ფუნქცია, ხომ ესეც არის?
Комментариев нет:
Отправить комментарий