среда, 22 января 2020 г.














  მანანა ტურიაშვილი

22 იანვარს მსოფლიოში აღიარებული ნოვატორის, ამერიკელი ბალეტმეისტერის ჯორჯ ბალანჩინის დაბადების დღეა. ქართველი კომპოზიტორის, მელიტონ ბალანჩივაძის შვილის შემოქმედება XX საუკუნის მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი მწვერვალია. მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელი გვესაუბრება ბალანჩინის ქართულ გენზე, მისი ნოვატორობის არსზე და შემოქმედებაზე.

— ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, საინტერესოა მისი მენტალობა, თუ რამდენად დევს მის გენეტიკურ კოდში, ჩვენი ეროვნული მსოფლშეგრძნება, ეროვნული სულისკვეთება. ის იდუმალებით მოცული ფენომენია, ხომ? რასაკვირველია ბალანჩინს ქართული გენეტიკის კვალი ამჩნევია. ანდრია ბალანჩივაძე, ჩვენი გამოჩენილი კომპოზიტორი, ბალანჩინის ძმა, უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა, დიდი განათლების მქონე პიროვნება იყო. ერთხელ მან მითხრა, რომაგონში“, ის ქართული ქორეოგრაფიის ელემენტებს ხედავდა დააგონი“, შექმნილი იგორ სტრავინსკის მუსიკაზე, ბალანჩინის ერთ-ერთი ნოვატორული ქორეოგრაფიული დადგმაა. ბალანჩინი საქართველოში ჩამოვიდა 60-იანი წლების დასაწყისში, როცარკინის ფარდაჩამოინგრა და თავის დასთან ერთად შესაძლებლობა მიეცა ჩამოსულიყო თბილისში. ორჯერ შედგა მათი გასტროლი და ყველა სპექტაკლს დავესწარიეს არის ჩემი ცხოვრების და არა მარტო ჩემი ცხოვრების, ჩემი თაობის წარუშლელი შთაბეჭდილება!
- რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ქალბატონო მანანა?

— სრულიად ახალ სამყაროში შევედი. თავისი სილამაზით, თავისი ფორმებით, თავისი აზროვნებით — პლასტიკური გამომსახველობის არაჩვეულებრივი მრავალფეროვნებით, ეს სანახაობა მოულოდნელი იყო.
ბალანჩინი, ამერიკაში დაესწრო ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ანსამბლის კონცერტს და ძალიან დიდი ემოციური რეაქცია ჰქონდა. ის შეხვდა ქალბატონ ნინოს და ბატონ ილიკოს, სურათებიც აქვთ გადაღებული და დიდი აღფრთოვანება გამოხატა. შემდეგ ჩავიდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ანზორ კავსაძის ხელმძღვანელობით, დაესწრო მათ კონცერტებს და შემდეგ 300 კაციანი ბანკეტი გაუმართავს და ანსამბლის მომღერლებთან ერთად, ქართულ ხალხურ სიმღერებსაც მღეროდა.
საქართველოში, რომ ჩამოვიდა, ბატონ ანდრიასთან ერთად დასავლეთ საქართველო მოიარა და როგორც ბატონმა ანდრიამ მიამბო, განცვიფრებული იყო გურული ხალხური სიმღერების პოლიფონიით, მან მოხუცი გურულების ავთენტური სიმღერა მოისმინადაგაოგნებული დარჩა — იძახდა ბატონი ანდრია —საქართველოში მოგზაურობის შემდეგ თავი ქართველად იგრძნოდა მერეც, ყოველთვის წერდა, წარმოშობით ქართველი ვარო. ასე რომ ამ მხრივაც ძალიან საინტერესო მოვლენაა.
-ქალბატონო მანანა, რაში გამოიხატებოდა ბალანჩინის ნოვატორობა?

— მანამდე საბალეტო სცენაზე  ფაქტობრივად ერთი ჟანრი ბატონობდა- ეს იყო საბალეტო სპექტაკლები, სიუჟეტური სპექტაკლები. ბალანჩინმა უარი თქვა ამ საბალეტო სპექტაკლებზე. ამ დრამ-ბალეტისათვის იწერებოდა სპეციალური მუსიკა, რომელიც ითვალისწინებდა ცეკვის სპეციფიკას, საცეკვაო ფორმებს. ბალანჩინმა ამ ტრადიციაზე ჩამოყალიბებულ საბალეტო სპექტაკლებზე უარი თქვა, საბალეტო მუსიკაზეც უარი თქვა და თავისი ინტერესი მიმართა სერიოზული, კლასიკური მუსიკის ფორმებს, არასაბალეტო მუსიკას. ამის საშუალებას ბალანჩინს აძლევდა ის დიდი მუსიკალური განათლება, რომელიც მან მიიღო პეტერბურგის კონსერვატორიაში, სადაც პიანისტის ხელოვნებას ეუფლებოდა და დიდი მომავალიც ჰქონდა, მაგრამ ცხოვრებამ, განგებამ, ბედისწერამ გადაისროლა საბალეტო სამყაროში და იქ მთელი სისავსით გამოვლინდა ბალანჩინის გამომგონებლობა, მისი დაუშრეტელი ფანტაზია და გასაღები. რაში გამოიხატებოდა? მუსიკალური იდეების, მუსიკალური სტრუქტურების, მუსიკალური ფორმების, მუსიკალური ინტონაციების შესატყვისი პლასტიკური ფორმებით ჩამოყალიბებაში და ამაშია მისი უდიდესი დამსახურება ქორეოგრაფიული და პლასტიკური ხელოვნების წინაშე.
ბალანჩინის დადგმებში არ იყო სოლისტი — ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. მის დადგმებში, კორდე-ბალეტში ცეკვავდნენ ვარსკვლავები და კორდე-ბალეტის თითოეული წევრი, შეიძლება ყოფილიყო სოლისტი. აი, ეს ძალიან დიდი გადატრიალება იყო. მისი საბალეტო დასი, არაჩვეულებრივად სინქრონული იყო, სინქრონულს კლასიკური თვალსაზრისით ვლაპარაკობ. როგორც ერთი ორგანიზმი, როგორც საოცრად ჰარმონიული მოვლენა, უაღრესად დახვეწილი, უაღრესად ესთეტიკური, მშვენიერი
როცა ჩამოვიდა, ძალიან დიდი სიახლე იყო ჩვენთვის, მაგრამ იმდენად მოულოდნელი, რომ საბალეტო ხელოვნების სპეციალისტები, ერთგვარი თავშეკავებით შეხვდნენ. საბჭოთა სოციალისტური რეალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ეს ალბათ ფორმალიზმად იყო მიჩნეული, ვიდრე გადატრიალებად.

ასეც წერია თეატრალურ ენციკლოპედიაში
— ალბათ იმ დროინდელ ენციკლოპედიაშირასაკვირველია, ეს იყო მიდგომა სოც-რეალიზმის პრინციპებიდან, დიდი დრო დასჭირდა, რომ საბჭოთა კავშირს ბალანჩინი მთლიანად მიეღო. დიდ თეატრში, მე მგონი, ბოლო წლებში გაუხსნეს კარი. ჩვენთან, საბედნიეროდ ეს უფრო მალე მოხდა: გოგი ალექსიძე, ჩვენი ცნობილი ბალეტმეისტერი, ბალანჩინის დიდი მიმდევარი იყო და ჩვენ სცენაზე ბალანჩინის კომპოზიციების რამდენიმე დადგმა განახორციელა და ქალბატონი ნინო ანანიაშვილი მიწვეული იყო ამერიკისნიუ-იორკ სითი ბალეს“-ში, ბალანჩინის დასში და ამ შესანიშნავ კოლექტივში წლების მანძილზე ცეკვავდა. ქალბატონმა ნინომ ქართულ სცენაზე გზა გაუხსნა ბალანჩინის ქორეოგრაფიას, მის მიმდევრებს და ამისათვის მას დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ, ვინაიდან ჩვენ ვართ საქმის კურსში — რა ხდებოდა XX საუკუნის საბალეტო ხელოვნებაში
საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ გაჩნდება ნებისმიერ დარგში მსოფლიო მასშტაბის ფიგურა და უცებ ქართველი ადამიანი ხელოვნებისა თუ მეცნიერების ამა თუ იმ დარგში ნამდვილ სასწაულს მოახდენს


- ქალბატონო მანანა, უცნაურია, მაგრამ თითქოს უფრო უცხოეთში იხსნება ქართველი ადამიანი თუ მეჩვენება, აქ რომ ყოფილიყო ბალანჩინი, რა მოხდებოდა?

— აქაც იხსნებიან, უბრალოდ უცხოეთში დაფასება ხდება. ტრაგედია ის არის, რომ აქ შეიძლება გაჩნდეს, რაღაც ძალიან დიდი მოვლენა, მაგრამ დაფასება გვიჭირს.ოვლენა, უაღრესად დახვეწილი, უაღრესად ესთეტიკური, მშვენიერი
როცა ჩამოვიდა, ძალიან დიდი სიახლე იყო ჩვენთვის, მაგრამ იმდენად მოულოდნელი, რომ საბალეტო ხელოვნების სპეციალისტები, ერთგვარი თავშეკავებით შეხვდნენ. საბჭოთა სოციალისტური რეალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ეს ალბათ ფორმალიზმად იყო მიჩნეული, ვიდრე გადატრიალებად.

- და თუ გაჩნდება, ხელს უშლიან...

— ან ვერ იგებენ, ან სხვა ქვენა გრძნობები აქვთყოველ შემთხვევაში, აქ ნამდვილი ტალანტის, ნამდვილი რეფორმატორის დაფასება ნაკლებად ხდება. მე არ ვიცი რითია გამოწვეული. პირადად ჩემი მაგალითია — პაპაჩემი, სანდრო ახმეტელი, რომელიც სანამ არ აღიარეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მანამ აქ ისეთი დაფასება და აღიარება არ ჰქონდაბევრი სხვა მარგალიტის მოყვანა შეიძლება, იგივე ფიროსმანი, ჩემო ბატონო, ამხელა გენიალური მხატვარი ვერ დავაფასეთ, ვერ გავიგეთ და გავუშვით საიქიოს, უპატრონოდ, ხომ? სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი რამ ხდება!
- მოვლა არ ვიცით!
— ჯერ გაგება და მერე დაფასება, ვნახოთ, იქნებ შეიცვალოს ამ თვალსაზრისით რამე ჩვენ მენტალობაში? ბალანჩინის დაბადების დღეა და უნდა დავაფასოთ და ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ ამ დიდი არტისტის, დიდი მოაზროვნის  და უდიდესი ფიგურის მიმართ.


Комментариев нет:

Отправить комментарий